Monday, May 24, 2010
Friday, May 21, 2010
ჯოან როულინგი (დ. 31 ივლისი, 1965), ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 300 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა. 2007 წლის „სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი გახდა შესანიშნავი ქველმოქმედი, ის გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
დღესდღეობით ჰარი პოტერი ეგრედწოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი მთელ ისტორიაში. წიგნების სერიათა სრული 4,195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები |
ჯოან კ. როულინგი; |
კატეგორია: საბავშვო საკითხავი |
ფორმატი: 13 x 20 |
გვერდების რაოდენობა: 638 |
ყდა: მაგარი |
გამოცემის თარიღი: 2008 |
ფასი: 17 ლარი |
ყველა დროის საუკეთესო ზღაპარი ჯადოსნურ სამყაროზე ინგლისელი მწერალი ქალის - ჯოან როულინგის - თანამედროვე ზღაპარი ჯადოქარ ჰარი პოტერზე თავიდანვე ბესტსელერად იქცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოში. მილიონობით ბავშვი და მათი მშობლები ერთნაირი ინტერესით კითხულობენ პატარა ჰარისა და მისი მეგობრების ხიფათით სავსე თავგადასავალს. ჰარი პოტერის სერიის მეშვიდე წიგნმა მოხსნა ამავე სერიის მეექვსე წიგნის რეკორდი და ერთ დღე-ღამეში გაყიდული 11 მილიონი ეგზემპლარით პირველი ადგილი დაიკავა ,,გინესის” რეკორდების წიგნში. თქვენც წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ ეს არის ზღაპარი ჯადოსნურ სამყაროზე, რომელშიც სიკეთესა და სიყვარულს ყველაზე დიდი ძალა აქვს (თარგმნა ციცო ხოცუაშვილმა). |
Thursday, May 20, 2010
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი
რეჟისორი: დევიდ იატესი
პროდუსერი: დევიდ ჰეიმანი . დევიდ ბარონი
სცენარი: მაიკლ გოლდენბერგი
მოთხრობა: ჯოან როულინგი
მუსიკა: ნიკოლას ჰუპერი
12 ივლისი, 2007
ხანგრძლივობა: 138 წუთი
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო. ა.შ.შ.
ენა: ინგლისური
ბიუჯეტი: $150 მილიონი
მთლიანი შემოსავალი: $938,212,738
ჰარი პოტერი (ინგლ. Harry Potter) ჯ. კ.როულინგის მიერ დაწერილი 7-ნაწილიანი ფანტასტიკური ჟანრის წიგნების სერიაა. იგი ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც.